about us

ჩვენ შესახებ


სატელეკომუნიკაციო კომპანია "სითი ტელეკომი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი ძირითადი მიმართულებაა თანამედროვე სატელეკომუნიკაციო სერვისების განვითარება. კომპანია უკვე ათეულ წელზე მეტია რაც VoIP (Voice over Internet Protocol) ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ მრავალფუნქციური სატელეფონო მომსახურებას ავითარებს. საქართველოში უკვე მრავალი კომერციული და სახელმწიფო ორგანიზაცია სარგებლობს ჩვენი მომსახურებით. სითი ტელეკომის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ აბონენტებისთვის უზრუნველყოფილია საიმედო და ხარისხიანი მრავალფუნქციური სატელეკომუნიკაციო მომსახურება.

აღნიშნული სერვისი ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდით "Citynet". საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შპს სითი ტელეკომზე გაცემულია შესაბამისი ავტორიზაცია.

აბონენტებს შეუძლიათ ისარგებლონ მრავალფუნქციური VoIP ტელეფონიის და მარკეტინგული SMS სერვისის სხვადასხვა გადაწყვეტილებებით, ამასთანავე ხელსაყრელი სატარიფო პირობებით. მათთვის გათვალისწინებულია სატელეფონო ნუმერაციის ფართო არჩევანი (თბილისის, რეგიონალური და საქართველოს არაგეოგრაფიული ნუმერაცია). მარტივია არსებული ნომრით სითინეტის ქსელში გადმოპორტირებაც. 


სითი ტელეკომი აბონენტებთან ურთიერთობას, ასევე კონფიდენციალობის პოლიტიკას წარმართავს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. სფეროს რეგულირების ძირითადი აქტებია - საქართველოს კანონი "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" და საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" რეგლამენტი.