ყველაფერი ბიზნეს კომუნიკაციისთვის ერთ სივრცეში
VOIP ტელეფონია, SMS მომსახურება და სხვა ბიზნეს სერვისები - ყველაფერი ერთ პლატფორმაში თქვენი კომუნიკაციის გასამარტივებლად
სატელეფონო ინფრასტრუქტურა
საოფისე VOIP ტელეფონია
შეამცირეთ კომუნიკაციის ხარჯები და მართეთ ზარები უფრო მოქნილად
IVR - ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ ცხელი ხაზის ნომერზე
სისტემა გაძლევთ საშუალებას მარტივად მართოთ თქვენი ცხელი ხაზის ხმოვანი მენიუ (IVR), დაარეგულიროთ ზარების ავტომატური გადამისამართება შიდა ნომრებზე და მომხმარებელი სწრაფად დაუკავშიროთ შესაბამის განყოფილებას ან ოპერატორს. შესაბამისად, თქვენი მომხმარებლებისთვის 24/7 რეჟიმში გექნებათ კომპეტენტური პასუხი, კომპანიის ცხელი ხაზის ნომერზე შემოსულ ზარებზე
ზარების დამისამართება მობილურის ნომერზე
მიიღეთ სამუშაო ზარები ნებისმიერ ადგილას. ზარების გადამისამართების ფუნქცია უზრუნველყოფს, რომ კლიენტებთან კომუნიკაცია არ შეფერხდეს ოფისის გარეთაც. არასამუშაო პერიოდში ზარები ავტომატურად გადამისამართდეს თქვენთვის სასურველ მობილურის ნომერზე და ა.შ.
ხმოვანი ფოსტა და ხმოვანი ფაილის ელ.ფოსტაზე მიღება
შეგიძლიათ გაააქტიუროთ ხმოვანი შეტყობინების ფუნქცია და მომხმარებელი დაგიტოვებთ ხმოვან შეტყობინებას, რომლის მოსმენაც შეგიძლიათ სისტემაში ბიზნეს პორტალიდან ან პირდაპირ ელ.ფოსტაზე მიიღებთ ასეთ ხმოვან ფაილებს.
ცხელი ხაზის მრავალ არხიანი ნომერი - შიდა ნომრები
ერთიანი ნომრის ფარგლებში შიდა ნომრების გამოყენებით ზარი პირდაპირ შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართდება. მრავალ არხიანი ნომერი უზრუნველყოფს ნებისმიერი რაოდენობის შემოსული ზარების ერთდროულ მომსახურებას, თქვენი ცხელი ხაზი არასდროს იქნება დაკავებული..
ლიცენზირებული მელოდია
რიგში მდგომი მომხმარებელი მოლოდინის რეჟიმში მოისმენს ლიცენზირებულ მუსიკას, რაც ზარის მოლოდინის პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის. ამასთანავე თქვენ გექნებათ მელოდია საავტორო უფლებების სრული დაცვით.
კონფერენც ზარები
ჩართეთ რამდენიმე ადამიანი ერთ ზარში (მათ შორის სხვა ქსელის აბონენეტები) და განიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები ერთად.
კონტაქტების წიგნი
კონტაქტების წიგნი ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა კლიენტსა და პარტნიორს, რაც მათ სწრაფად მოძიებასა და გამოყენებას ამარტივებს. ამასთანავე შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემამდე თქვენთვის იდენტიფიცირებული იქნება მომხმარებელი
ავტოინფორმატორი
ავტოინფორმატორი ავტომატურად აწვდის ხმოვან ინფორმაციას მომხმარებლებს, რაც კომუნიკაციას უფრო სწრაფს და მარტივს ხდის. შესაძლებლობა გეძლევათ თქვენს სამომხმარებლო ბაზებზე განახორციელოთ სარეკლამო თუ საინფორმაციო ხასიათის ავტომატური ზარები
ვირტუალური PBX
ქოლ-ცენტრის სისტემა
მიიღეთ პროფესიონალური ქოლ-ცენტრის ყველა შესაძლებლობა
IVR (ხმოვანი მენიუ) – გაფართოებული მართვა
სისტემა გაძლევთ საშუალებას მარტივად მართოთ ხმოვანი მენიუ (IVR), დაარეგულიროთ ზარების გადამისამართება და მომხმარებელი სწრაფად დაუკავშიროთ შესაბამის განყოფილებას ან ოპერატორს.
შემომავალ ზარებზე რიგის სისტემა
შემომავალი ზარები ავტომატურად თავსდება რიგში და ნაწილდება ოპერატორებზე მათი ხელმისაწვდომობის მიხედვით.
ზარების რიგების მონიტორინგი
რეალურ დროში ადევნებთ თვალს შემომავალი ზარების რიგებს, დატვირთვას და ოპერატორებზე გადანაწილების პროცესს.
მიმდინარე ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია
რეალურ დროში ხელმისაწვდომია ინფორმაცია აქტიური ზარების შესახებ - ზარის სტატუსი, ხანგრძლივობა, მონაწილე ოპერატორი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
ზარების ჩანაწერების მართვა და არქივზე წვდომა
სისტემა გაძლევთ საშუალებას ჩაიწეროს შემავალი და გამავალი ზარები, შეინახოს ჩანაწერები არქივში და საჭიროების შემთხვევაში ჩამოტვირთოთ როგორც სრული არქივი, ისე კონკრეტული ზარის ინდივიდუალური ჩანაწერი.
ზარების დეტალური სტატისტიკა და ექსპორტი
ხელმისაწვდომია ზარების დეტალური სტატისტიკა დიაგრამებით და მონაცემების Excel ფორმატში ჩამოტვირთვის ფუნქცია
გამოტოვებული/უპასუხო ზარების სტატისტიკა
სისტემა აჩვენებს დეტალურ ინფორმაციას გამოტოვებული და უპასუხო ზარების რაოდენობაზე, მათ დინამიკაზე და განაწილებაზე, რაც დაგეხმარებათ მომსახურების ხარისხის შეფასებასა და გაუმჯობესებაში.
ოპერატორების ლაივ სტატუსი და ზარების მონიტორინგი
სისტემა რეალურ დროში აჩვენებს ოპერატორების სტატუსს და მათ მიერ დამუშავებულ ზარებს, რაც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ დატვირთვა და მომსახურების ხარისხი.
ქოლცენტრის ავტოდამრეკი (Auto Dialer)
სისტემა ავტომატურად ახორციელებს ზარებს ნომრების ბაზიდან
Callback სისტემა
მომხმარებელს შეუძლია სასურველ დროს მოითხოვოს ზარი, მოთხოვნა შემოდის სისტემაში და ოპერატორი უკავშირდება მომხმარებელს მითითებულ დროს. ფუნქციის ჩაშენება შესაძლებელია ვებ-გვერდზე, ასევე ხელმისაწვდომია დეტალური სტატისტიკა ყველა Callback მოთხოვნაზე.
რეიტინგული შეფასების სატელეფონო სისტემა
ზარის დასრულების შემდეგ მომხმარებელს აქვს მომსახურების შეფასების საშუალება.
ზარების კატეგორიზაცია (იდენტიფიკაცია კატეგორიების მიხედვით)
ზარები ავტომატურად ნაწილდება კატეგორიებად მათი შინაარსის მიხედვით, რაც ამარტივებს მათ მართვასა და დამუშავებას.
ვრცელი ანალიტიკა
სისტემა გაძლევთ ზარების დეტალურ ანალიტიკას - დატვირთვის, შესრულების, შედეგების და ოპერატორების ეფექტიანობის შესახებ, რაც დაგეხმარებათ პროცესების გაუმჯობესებაში.
მარკეტინგული ტექნოლოგიები
SMS მომსახურება
ადგილობრივი და საერთასორისო SMS - ების ფუნქციონალი
SMS მომსახურება
საინფორმაციო და მარკეტინგული ხასიათის შეტყობინებები თქვენი კლიენტებისთვის.
საუკეთესო პირობები
გააგზავნეთ თქვენი სარეკლამო ან ინფორმაციული შეტყობინებები - სწრაფად, მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად
ერთიანი მართვის პლატფორმა
მართეთ კამპანიები დამოუკიდებლად, სწრაფად და ეფექტურად ერთი პლატფორმიდან
გაეცანი ბიზნეს პორტალის პრეზენტაციას
slideshowსერვისების პრეზენტაცია